ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს 31-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნები განიხილეს. ასევე განხილული იქნა ფრაქციების, „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობებში განხორციელებული ცვლილებები და კომისიის წევრთა პროპორციული კვოტები.
ამასთან, შეიმუშავა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-20 რიგითი სხდომის დღის წესრიგის შემდეგი პროექტი:
1.⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2.⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის