ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდებმა ქალაქის მერს თავიანთი ინოვაციური იდეები გააცნეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა პორტალებისა და აპლიკაციების შექმნის შესახებ, რაც ქალაქს საერთაშორისო კომუნიკაციების გამარტივებაში და განვითარებაში დაეხმარება.