️ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეწყვეტილი სატრანსპორტო მოძრაობა 27 ივნისიდან ნაწილობრივ კვლავ განახლდება.
️ტრანსპორტი, დადგენილი სვლაგეზების შესაბამისად, იმოძრავებს ი. ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან ჟ. შარტავას ქუჩის კვეთამდე.
️შესაბამისად, განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შემდეგი სქემა:
️N 1R სვლაგეზი იმოძრავებს ი. ჭავჭავაძის გამზირიდან, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, ჟ. შარტავასა და ი. აბაშიძის ქუჩების გავლით, შ. რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
️N 10 სვლაგეზი - ზ. გამსახურდიას ქუჩის, ჟ. შარტავასა და ი. აბაშიძის ქუჩების გავლით, დ. აღმაშენებლის გამზირის, გ. ტაბიძის ქუჩისა და შ. რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
️N 20 სვლაგეზი იმოძრავებს ზ. გამსახურდიას ქუჩის, ჟ. შარტავასა და ი. აბაშიძის ქუჩების გავლით, შ. რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
️N 31 სვლაგეზი - ზ. გამსახურდიას ქუჩის, ჟ. შარტავასა და ი. აბაშიძის ქუჩების გავლით, შ. რუსთაველის გამზირისა და ი. ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით.
️N 1L სვლაგეზი - ზ. ფალიაშვილის ქუჩიდან იმოძრავებს შ. რუსთაველის გამზირის, ი. აბაშიძისა და ჟ. შარტავას ქუჩების გავლით, ზ. გამსახურდიას ქუჩისა და ი. ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.
N 10 სვლაგეზი იმოძრავებს შ. რუსთაველის გამზირის, ი. გრიშაშვილის ქუჩის, ნ. დუმბაძის ქუჩის, დ. აღმაშენებლის გამზირის, ზ. გამსახურდიას ქუჩის, ი. აბაშიძისა და ჟ. შარტავას ქუჩების გავლით, ი. ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.
️N 20 სვლაგეზი იმოძრავებს ზ. ფალიაშვილის ქუჩიდან, შ. რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ი. აბაშიძისა და ჟ. შარტავასა ქუჩების გავლით, ზ. გამსახურდიას ქუჩასა და ი. ჭავჭავაძის გამზირზე.
N 31 სვლაგეზი - ი. ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, შ. რუსთაველის გამზირზე, ი. აბაშიძისა და ჟ. შარტავას ქუჩების გავლით, ზ. გამსახურდიას ქუჩასა და ი. ჭავჭავაძის გამზირზე.