ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, სადაც მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის 6 თვის ანგარიში იქნა მოსმენილი.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, სოციალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ვარლამ გობეჯიშვილმა მიაწოდა.
კომისიის სხდომას საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მამუკა რიჟამაძე უძღვებოდა.