ქუთაისში სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები კვლავ გრძელდება.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს ასლანიკაშვილის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სკვერში დაიგება ქვაფენილი, მოეწყობა გაზონები, დეკორატიული კედელი, დაიდგმება ქანდაკებები , საპარკე სკამები, ფანჩატური, ლამპიონები, დაირგვება დეკორატიული ხე-მცენარეები.
სკვერში მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა.
„მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ შევასრულებთ მოსახლეობისათვის მიცემულ დაპირებას და წელს ქალაქში რამდენიმე ახალ სკვერს გავაკეთებთ, ასევ რეაბილიტაციას ჩავუტარებთ უკვე არსებულ სკვერებსა და პარკებს. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კონტრაქტორ ფირმებს, რომლებსაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა არცერთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტზე“ - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ასლანიკაშვილის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „მშენებელი 2017“ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულებაა 114 000 ლარი და მაისში უნდა დასრულდეს.