ქუთაისში გრძელდება 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება. სასურსათო ამანათების დარიგების პროცესში უშუალოდ მონაწილეობს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან ერთად.
„ ასეთ პერიოდში ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია იმის ცოდნა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ეს ყურადღება და მზრუნველობა განსაკუთრებით ჩვენს ხანდაზმულ მოქალაქეებს სჭირდებათ. ჩვენ ვაგრძელებთ მათთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების სახლებში მიტანას. “ - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი თვითმმართველობას კერძო კომპანიებმა გადასცეს: მაღაზიათა ქსელმა ,,ფემილიმ", „ ლიდერფუდმა“ , „ მაგნიტმა“ , შპს „ფარმა“, შპს „მზიურმა“, შპს ,,არგომ" , შპს "ანიმ" ( ნიკეას ბაზრობა), ,კოკა კოლამ", ,,დეილმა", ,,ელვამ", ,,მონოპოლი გრუპი და ორი გოგომ" , ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ.
ქუთაისის სპორტის სასახლიდან, სადაც შეგროვდა და დაფასოვდა საკვები პროდუქტები, ამანათები მარტოხელა მოხუცებისთვის მერიის თანამშრომლებს საკრებულოს დეპუტატებს და მოხალისეებს მიაქვთ.