ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ყველა ორგანო, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის, საგანგებო რეჟიმზე გადადის ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს აპარატი.
13 მარტიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, გარდა სამდივნო განყოფილებისა და აპარატის განყოფილებების ხელმძღვანელებისა, გადავლენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციის და განცხადებების რეგისტრაციისთვის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, ისარგებლონ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდის ელექტრონული კომუნიკაციის სერვისებით ან მიმართონ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილებას ელექტრონული ფოსტის და სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებებით. http://kutaisi.gov.ge/ge/contact ელ.ფოსტა: sakrebulo@kutaisi.gov.ge, T: 0431 0246557
საგანგებო რეჟიმის პირობებში ინფორმაცია მუდმივად განახლდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს წევრების Facebook გვერდებზე, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ ნებისმიერი კითხვით და განცხადებით.
COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მათ შორის მოერიდონ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს.
ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამომსვლელ პირებს ვთხოვთ დაიცვან 14 დღიანი საკარანტინო რეჟიმი, აგრეთვე საქართველოს მოქლაქეებს მოვუწოდებთ რამდენიმე თვით თავი შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან.