2020 წლის ბოლოსთვის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი „კარფური“ ქუთაისში თავის პირველ ჰიპერმარკეტს გახსნის. სავაჭრო ცენტრი 4000 კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული და 500 ადამიანი დასაქმდება. „კარფურის“ ქსელის წარმომადგენლები გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეებიც. „ ქუთაისის განვითრებისთვის უმნიშვნელოვანესია ქალაქში ძლიერი ინვესტორის შემოსვლა. მოხარული ვართ, რომ მალე ქუთაისში გვექნება მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ქსელის „ კარფურის“ ჰიპერმარკეტი, სადაც 500-მდე ჩვენი თანაქალაქელი დასაქმდება“ - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. „კარფურის“ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი იქნება როგორც ადგილობრივი პროდუქცია, ასევე ბრენდული მაღაზიებიც.