მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა ქუთაისის მერიაში. შეხვედრის მიზანი 2019 წლის შეჯამება და 2020 წლის გეგმების გაცნობა იყო. ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ისაუბრა როგორც იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც გასულ წელს დაიწყო და დასრულდა, ასევე წელს დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე- გზების, სკვერების, სპორტული მოედნების, სახელოვნებო, სპორტული და საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე , რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება ქუთაისში. მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ მრჩეველთა საბჭოს გააცნო ის პროექტები , რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებით და პროგრამებით ფინანსდება, მათ შორის შავი ზღვის აუზის პროგრამაზე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ევროპული ქარტიაზე, სოციალურ პროგრამებზე, რომლებიც მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ პირებს შეეხებათ.