ქუთაისის მერიის დაფინანსებით სპორტის სასახლეში შშმ პირების მხარდამჭერი სპორტული ღონისძიება გაიმართა. შაშსა და ნარდში ტურნირი უკვე მეექვსედ ტარდება და მასში მონაწილეობას იმერეთის მხარეში მცხოვრები ბენეფიციარები მონაწილეობენ. ტურნირის მიმდინარეობას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თავლთვაძე დაესწრო. გამარჯვებულებს დღესვე სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.