ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა. სკვერისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაშენდება მწვანე ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა. დაიდგმება ძელსკამები. სამუშაოების ღირებულებაა 485 113 ლარი . სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ ასრულებს და მარტის თვეში დასრულდება.
„სულხან საბას გამზირზე გასულ წელს დავიწყეთ ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები. ქალაქის ბევრ უბანში ვაკეთებთ სკვერებს, მათ შორის სულხან -საბას გამზირზე მდებარე ეს სკვერი გამოირჩევა მასშტაბურობით და სულ მალე ამ უბნის მაცხოვრებელთათვის დასვენების საყვარელ ადგილად იქცევა. ავანგარდის დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მშენებლობა დაიწყება მალე- აქ განთავსდება ქალაქის ახალი მუნიციპალური ავტოპარკი“ - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ქალაქის მერთან ერთად , სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი გაეცნო.