ქუთაისის მერიის და მერიის სამსახურების ინიციატივით და ორგანიზებით ქალაქში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. დასუფთავების აქცია მოეწყო წითელი და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის ნაპირზე და ქალაქის 12-ვე ტერიტორიულ ერთეულში. დასუფთავების პროცესში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი" პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს დეპუტატები. სამაშველო სამსახურის და ა(ა)იპ სპეციალური სერვისების თანამშრომელები, ასევე მოქალაქეები. ადგილზე დარიგდა საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები. დასუფთავების მასშტაბური აქციები ქუთაისში პერიოდულად გაიმართება.