იმერეთს პოლონეთიდან ოფიციალური დელეგაცია ეწვია.კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების დელეგაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი დახვდნენ. კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების დელეგაციები ჩვენს მხარეში 26- 29 იანვარს გაატარებენ. ვიზიტის პირველ დღეს სტუმრები ქუთაისის ეროვნულ მუზეუმს დაათვალიერებენ, შემდეგ კი ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაემგზავრებიან. 27 იანვარს დელეგაციები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდებიან, დაათვალიერებენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ექნებათ შეხვედრა. სტუმრები გაეცნობიან წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალს, გახსნიან ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერს, ეწვევიან იმერეთის დმო-ს, ქუთაისის #1 საჯარო სკოლას, MGMTex სამკერვალო კომპანიას.