ბერი თევდორეს ქუჩის სანიაღვრე ქსელის ასევე გზის რეაბილიტაციისთვის და გუგუნავას ქუჩის შიდა კვარტალური გზების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 535`039.00 ლარია.
გუგუნავას ქუჩის შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაციის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 681`884.00 ლარი.
ასევე დაგეგმილია 12 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობა. სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 237`040.00 ლარი.