ქუთაისში, რამდენიმე გზის რეაბილიტაციისათვის უკვე გამოცხადდა ტენდერები: სულხან-საბას გამზირის კერძო დასახლების (ბოშათა უბანი) გზის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა 125`962.00 ლარია. თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხების შემაერთებელი გზის და სანიაღვრე ქსელის მშენებლობისთვის, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 214`378.00 ლარი. ს. მახვილაძის ქუჩის გზის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 950`307.00 ლარი. ნინოშვილის ქუჩის მეცხრამეტე ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულება 79`959.00 ლარი. ზვიად გამსახურდიას ქუჩის პირველი ჩიხის გზის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, სავარაუდო ღირებულება 248`734.00 ლარი. წმინდა საბას ქუჩის გზის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვა, სავარაუდო ღირებულება 226`865.00 ლარი. ბესიკის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულება 310`539.00 ლარი. ტენდერში გამარჯვებულები კომპანიები მიმდინარე თვის ბოლომდე გამოვლინდებიან.