საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში დილიდან დაიწყო. ქალაქის ქუჩებში გამოჩნდნენ თოვლის ბაბუები, ელფები, ფერიები, ანიმაციური ფილმების და ზღაპრების პერსონაჟები, მათ საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს გზადაგზა კი მცირე წარმოდგენები გამართეს . მთელი დღის განმავლობაში იმართება კონცერტი. მასში ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების მოსწავლეები და მოწვეული მუსიკოსები: ჯგუფი ,,ოჩოს ქოხი'’, გელა გნოლიძე, ბაბი კირკიტაძე და თათა გიორგობიანი მონაწილეობენ. საახალწლო მსვლელობას ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან ერთად შეუერთდა. დღის ბოლოს 22:00 საათზე , ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.