ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივითა და „ქუთაისის“ უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში პირველი არხის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა. საქველმოქმედო აქციაში ასევე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის - იმერეთის ბიურო ჩაერთო.
ღონისძიებაზე გამოფენილი იყო მოყვარული ფოტოგრაფების, კერძოდ ქუთაისის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.
საქველმოქმედო ღონიძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სოფო ბობოხიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
შემოსული თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს გადაეცემა.