ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს, 18 :30 საათზე აინთება. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებს ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე) .ნაძვის ხის ანთების შემდეგ, ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება კომპიზოტორ ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტი. კონცერტზე შესრულდება ვახტანგ კახიძის სიმფონიური და საგუნდო მუსიკა. მონაწილეობენ : თბილისის სიმფონიური ორკესტრი- დირიჟორი ვახტანგ კახიძე, სოლისტი ქეთევან მარგველაშვილი ; ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე)