ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ და განათლების განვითრების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 14 პირს ციფრული მარკეტინგის კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. პროექტის „უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი“ ფარგლებში 14-მა მობილობის შეზღუდვის მქონე ბენეფიციარმა ციფრული მარკეტინგის სამთვიანი კურსი გაიარა. კურსი პირისპირი და დისტანციური სწავლების პრინციპით წარიმართა. პროექტის 8 ბენეფიციარმა მიღებული ცოდნა უკვე გამოიყენა საკუთარი ბიზნეს-იდეების განვითარებისთვის და ანაზღაურებადი სამუშაოს მისაღებად. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) .აღნიშნული პროექტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.