ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „კონსტრუქტ2“_ს შორის მემორანდუმი გაფორმდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.
პროფესიული განათლების განვითარება და მისი ხელშეწყობა, როგორც „კონსტრუქტ2“ -ისთვის, ასევე ქუთაისის მერიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მოიცავს საერთო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ბენეფიციარების, როგორც სამიზნე აუდიტორიის ჩართულობას.
„ჩვენი თანამშრომლობის მიზანი, რა თქმა უნდა, არის იმერეთში და ზოგადად, საქართველოში სოციალური ფონის გაუმჯობესება. გამოსავალს კი ვხედავთ იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. მიხარია, რომ „კონსტრუქტ2“_ის დახმარებით, შეგვიძლია დავიწყოთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა “ - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.