ქუთაისის მერის პირველი მოადგილე მოსახლეობას ამჯერად ნიკეას დასახლებაში შეხვდა.
დავით ერემეიშვილმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ბოჭორიშვილთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივებთან განიხილა ის საკითხები რომელიც დროულ რეაგირებას მოითხოვს. დასახლებაში მაცხოვრებლების თქმით აუცილებელია დროულად მოხდეს ფასადების მოწესრიგება, საბავშვო გასართობი ატრაქციონების დამონტაჟება და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული საკითხები მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად აისახება.