ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მოადგილეებთან ერთად, მედიისა და მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებს, დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მერმა ანგარიშში, ქუჩებზე დასრულებულ რეაბილიტაციაზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
ანგარიშში მოხვდა, როგორც მერიის მიერ და რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები, ასევე ის ქუჩებიც, სადაც სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.