ქუთაისის მერმა 100 წლის ზოია ხმელიძეს დაბადების დღე მიულოცა
ქუთაისის მერმა ასი წლის ზოია ხმელიძე-შერბაკოვას დაბადების დღე მიულოცა. გიორგი ჭიღვარია იუბილარს, რომელიც დიდი სამამულო ომის მონაწილეა, ოჯახში ესტუმრა. მერიის სპეციალური პროგრამიდან ასი წლის ქალბატონი საჩუქრად ათას ლარს მიიღებს.