ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მეწარმეებს ახალი წინადადებით კვლავ შეხვდა. კვების ობიექტების წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო იმ სიახლეებს რასაც მერია მცირე ბიზნეს ოპერატორებს სთავაზობს. მათ შორისაა დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლება. ასევე კვების ობიექტების მეპატრონეებს ეძლევა უფლება ნებართვისა და იჯარის გადასახადის გარეშე აითვისონ გარე სივრცე.
შეხვედრას მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დაესწრნენ.