ქუთაისში პროექტ „ზაფხულის საღამოების“ ტრადიციული ღონისძიებები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ქუთაისის სხვადასხვა უბანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება კონცერტები, კინო და თეატრალური ჩვენებები. პირველი კინოჩვენება უკვე გაიმართა ღია სივრცეში, რომელიც მოწყობილია „მონ პლეზირის „ თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვით ტარდება.