ქუთაისში, პროექტის "საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ ფარგლებში ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი იწყება. ქუთაისის მერიაში, სააგენტოს ბიზნეს პროცესების ანალიტიკოს გიორგი რაზმაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსეულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე დაესწრნენ. შეხვედრაზე გიორგი რაზმაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შესრულებული სამუშაოსა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს. პროექტი ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს და მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს თვითმმართველობების გაძლიერებას, საქმისწარმოების გამჭვირვალე პროცესებს, მეტ გამჭვირვალობას და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.