ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილთან ერთად, ჭავჭავაძის გამზირზე #25 და #27 კორპუსებს შორის მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს უბანში ფრენბურთის მოედნის მოწყობა სურთ. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი მოსახლეობას აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგებას დაჰპირდა. იქ უახლოეს ხანში ფრენბურთის მოედანი მოეწყობა. სპორტული მოედნით ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლების გარდა, გამსახურდიას და ზაქარიაძის ქუჩების მცხოვრებლებიც ისარგებლებენ.