ქუთაისის მერიაში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს მე-12 სხდომა გაიმართა. სხდომას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ქუთაისში შშმ პირების მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების და მრავალშვილიანი ოჯახების მიერ მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების და არსებულის გაფართოება-გადაიარაღებისათვის ხელშემწყობი პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ ისაუბრა სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირებისთვის განხორციელებულ პროექტზე. საბჭოს წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები და იდეები, პროგრამის თანადაფინანსებაში არსებული თანხის განკარგვასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ შესული ცვლილებების შესახებ და ყრუ-უსინათლო პირთა მდგომარეობასა და პრობლემების შესახებ.