ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა და ქალაქს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონა შეემატა. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დასრულებული სამუშაოები მოინახულა. სკვერში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო ახალი გაზონები, დაიდგა ლამპიონები, ძელსკამები, საბავშვო ატრაქციონები, დაირგო დეკორატიული მცენარეები. „ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილს თანამედროვე დასასვენებელი ადგილი შეემატა. განახლებულ სკვერში ჩვენი თანაქალაქელები, თავიანთ პატარებთან ერთად, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. მჯერა, ეს სკვერი მალე იქცევა ამ უბნის მაცხოვრებელთა რჩეულ რეკრეაციულ ზონად.“ - განაცხადა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა. სკვერში სამუშაოები შპს „ნიუ სთაილმა “ შეასრულა და მის რეაბილიტაციაზე 234056 ლარი დაიხარჯა.