ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 30-ე სხდომა გაიმართა. სხდომას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მოადგილე იუზა უგულავა და მერიის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
დღის წესრიგის საკითხებს შორის განიხილეს და დაამტკიცეს ახალი კორონავირუსის“ (COVID-19) გავრცელების გამო, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, ქუთაისში, M1 (მსუბუქი ავტომობილები), M2 (ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით) და M3 კატეგორიის (ავტობუსები 5 ტონაზე მეტი სრული მასით) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გამწევი კომპანიების ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საკითხი.
ასევე, სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქუთაისის მაცხოვრებლები (ფიზიკური პირები) დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდნენ.