დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში, III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სამხედრო ღონისძიება გაიმართა. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პარლამენტარები გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე მე-3 ქვეით ბრიგადაში მივიდნენ და სამხედრო მოსამსახურეებს ეროვნული დღესასწაული მიულოცეს.
III ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა ქვედანაყოფის მეთაურმა. გაიმართა სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი , 60-მდე წარჩინებულ სამხედროს უწყებრივი მედლები გადაეცა. გვირგვინით შეამკეს დაღუპულ გმირთა მემორიალი. მესამე ბრიგადის ბაზაზე ქართული წარმოების „დიდგორი“ და სხვა ჯავშან-ტექნიკა იყო წარმოდგენილი.