ქუთაისის მერიამ, „იმერეთის განვითარების ცენტრთან“ ერთად კიდევ 200 ოჯახს გადასცა სასურსათო ამანთი. ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთავაძემ და „იმერეთის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა დავით ჩხობაძემ პირადად მიუტანეს ამანათები იმ ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამ საგანგებო მდგომარეობის დროს საჭიროებენ.
„ იმერეთის განვითარების ცენტრთან“, რომელიც “World Vision”-ის მიერ არის ფინანსურად მხარდაჭერილი, ჩვენ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში , დღეს 200 ოჯახს, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, სასურსათო ნობათები მივუტანეთ“- აცხადებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე.
სასურსათო ამანათები მიიღეს იმ ოჯახებმა , სადაც მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ბავშვთა სათანადოდ გამოკვებაა.