ქუთაისელმა რაგბისტებმა , საქველმოქმედო მიზნით, დიდი რაოდენობით სურსათი და ჰიგიენური საშუალებები საჩუქრად გადასცეს ქუთაისის თვითმმართველობას. რაგბისტებმა სხვადასხვა დასახელების სურსათი, სულ 350 ყუთი, სპორტის სასახლეში მიიტანეს, სადაც პროდუქცია დაფასოვდა და საჭირობისამებრ გადანაწილდება ოჯახებზე. სასურსათო ამანათების დაფასოებაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილეებმა.
„სასიამოვნოა , როცა ვხედავთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის ასეთ მასობრივ ფაქტებს. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს რაგბისტებს, რომლებმაც დიდძალი პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადმოგვცეს.“ - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.