ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება დაიწყო. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ააიპ „ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" მართვაში არსებულ 37 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის სრული გათვალისწინებით, აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.
პროდუქტები გაიცემა საბავშვო ბაღებიდან 28 მარტის საღამოს 18:00 საათის ჩათვლით. მე-19 ბაგა ბაღში ამ კუთხით მიმდინარე პროცესს ქუთაისის მერი მოადგილეებთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან ერთად გაეცნო.
,,ჩვენ ვალდებული ვართ ვიზრუნოთ ჩვენს ყველა თანამოქალაქეზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე. ქუთაისის ბაღებში 10 000 აღსაზრდელია და თითოეული მათგანის მშობელს დღეს გადაეცემა საკვები პროდუქტი. პროდუქტების გაცემა დღეს დაიწყო და ხვალ საღამომდე გაგრძელდება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისში საკვები პროდუქტი გადაეცა 600-ზე მეტ მარტოხელა, 70 წელს გადაცილებულ ადამიანს.
30 მარტოხელა მშობელს, 603 მრავალშვილიან ოჯახს, მეორე მსოფლიო ომის 15 ვეტერანს და ა(ა)იპ ბაგა ბაღების გაერთიანების 10 000 აღსაზრდელს.