ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება აცხადებს ყოველწლიურ ფოტოკონკურსს „ილო 2020“, რომელიც ეძღვნება ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის ხსოვნას.
• კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სრულწლოვან ფიზიკურ პირებს, პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს.
• ფოტოკონკურსის ძირითადი თემა არის „ქუთაისი“ - ფოტონამუშევრებზე ასახული უნდა იყოს ავტორის პირადი დამოკიდებულება ჩვენს ქალაქთან - ქუთაისის ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურა.
• რუბრიკები :
• „ჩვენი ქალაქის პორტრეტები“ - მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პორტრეტული ნამუშევრები.
• „ჩემი ქალაქი“ - ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებისთვის, მონაწილეებმა თავის ნამუშევრებში უნდა ასახონ თავისი მშობლიური ქალაქი, მისი ინდივიდუალობა და ხასიათი.
• კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები ( jpg ფაილში, როგორც დამუშავებული კადრები, ასევე მათი ორიგინალიც, პლაგიატის თავიდან აცილების მიზნით). ფაილები განაცხადთან ერთად უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი #3, I სართული, მერიის კანცელარია ან ხელმოწერილი განაცხადის დასკანერებული ვერსია გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: cesykutaisi@gmail.com
• კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფოტოები სხვადასხვა ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული ფოტოგრაფია, ფოტორეპორტაჟი ).
• კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ, კონკურსის რომელ სექციაში სურთ მონაწილეობის მიღება (ძირითადი კონკურსი თუ რუბრიკები).
• ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ფოტოს.
• კონკურსში წარმოდგენილი ფოტოების საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს იმ პიროვნებას, ვისი სახელითაც წარდგენილია ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობისთვის .
• გამოსაგზავნი ფაილის მოცულობა - 20x30 სმ, 300 dpi,
• საკონკურსო ფოტო გადაღებული უნდა იყოს კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 წლისა
• ჟიურის აქვს უფლება ფაილები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს, არ განიხილოს კონკურსში მონაწილეობისთვის.
• კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
• ფოტოკონკურსის ფარგლებში, დაჯილდოების დღეს, გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც გამოიფინება კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები და 50 საუკეთესო ფოტო.
• ფოტოკონკურსში წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური. გამარჯვებულების გამოვლენისას ჟიური იხელმძღვანელებს საკონკურსო ნამუშევრის მხატვრული ანუ ფოტოგრაფიული ღირებულებით და კონკურსის თემასთან ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხით.
• საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2020 წლის 27 ნოემბრიდან -12 დეკემბრის ჩათვლით.
• შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 17 დეკემბერს.
• ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია :
• ძირითადი კონკურსი: „ ქუთაისი“ : პირველი პრემია - 875 ლარი, მეორე პრემია - 625 ლარი, მესამე პრემია - 375 ლარი.
რუბრიკები:
• „ჩვენი ქალაქის პორტრეტები“ : პირველი პრემია - 875 ლარი, მეორე პრემია - 625 ლარი, მესამე პრემია - 375 ლარი.
• „ჩემი ქალაქი“ (დაძმობილებული ქალაქებისთვის) - გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფასიანი საჩუქარი, (2021 წლის 2 მაისს, ქალაქის დღესასწაულზე, ამასთან, სასტუმროს და კვების ხარჯს აანაზღაურებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია).
• დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, II სართული, კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.
ტელეფონები: 598 211 291; 579 100 200;
243739 ან ელექტრონულ ფოსტაზე cesykutaisi@gmail.com