შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია სთავაზობს მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას შემდეგი ელ. სერვისების საშუალებით:
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ელ.ფოსტა: contact@kutaisi.gov.ge - ყველა მოქალაქეს თუ იურიდიულ პირს ნებისმიერი სახის კორესპონდენცია შეუძლია გამოაგზავნოს ან/და მიიღოს ელ.ფოსტის საშუალებით . (განცხადების გამოგზავნისას აუცილებელია წერილს მიმაგრებული ფაილის სახით ახლდეს პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი) ms.gov.ge - დისტანციური თანამშრომლობის ელექტრონული პლატფორმა მათთვის, ვინც სარგებლობს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. ნებისმიერ ფიზიკურ/იურიდიულ პირს შესაძლებლობა ექნება განცხადება დაარეგისტრიროს ონლაინ, რის შემდეგაც საპასუხო კორესპონდენცია დაუბრუნდება დისტანციურად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებ.გვერდი - საჯარო ინფორმაციის დისტანციურად მიღების განაცხადის დაფიქსირება: http://kutaisi.gov.ge/ge/nebartvebi
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 595 24 03 09
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ოფიციალური FB გვერდის მეშვეობით
https://www.facebook.com/CityHallofKutaisi
აქვე განვმარტავთ, რომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს მერიის მოქალაქეთა მომსახურების სივრცე, სადაც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 სთ-მდე შესაძლებელი იქნება ყველა სახის მომსახურების მიღება.
ასევე, იმავე გრაფიკით მოგემსახურებათ ადმინისტრაციული ერთეულების ოფისები თქვენსავე უბანში.
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამთავრობო ცხელი ხაზებით:
მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი: 144ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი: 112
გისურვებთ ჯანმრთელობას!