ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, მუნიციპალური ავტობუსების „ავტოპარკი“-ს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების პროცესს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ბექა ყურაშვილთან ერთად გაეცნო.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში განთავსდება ადმინისტრაციული შენობა და პერსონალისათვის საჭირო ავტოსადგომი. მოეწყობა ტექნიკური დათვალიერების სივრცე და პროფილაქტიკური სამუშაოებისათვის განკუთვნილი ადგილი. ასევე ავტოსამრეცხაო.
სამუშაოებს შპს ,, სქაიჰაუსი“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარი დაიხარჯება.