ქუთაისში ერთდროულად 3 ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქუთაისის მერმა მოადგილე იუზა უგულავასთან ერთად ვაჟა ფშაველას #58-თან სკვერის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა.ადგილზე ეწყობა მწვანე გაზონები, საფეხმავლო ბილიკები. ფანჩატური, ძელსკამები და ლამპიონები. შემოიღობება დეკორატიული მოაჯირით.
,,ქუთაისში ამ ეტაპზე 3 სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მალე დასრულდება და კიდევ რამდენიმე ადგილი გაჩნდება ქალაქში სადაც მოსახლეობა დასვენებას და ბავშვების უსაფრთხო გარემოში გასეირნებას შეძლებს. ასევე დიდი ყურადღება ექცევა გამწვანებას და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი მწვანე ადგილი და სარეკრეაციო ზონა შევქმნათ ჩვენს ქალაქში. სამი სკვერის მოწყობის სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 300 000 ლარზე მეტით ფინანსდება და მომავლშიც გაგრძელდება ასეთი პროექტების დაფინანსება რათა ყველა უბანში მოეწყოს მსგავსი სივრცეები,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ნიკეას ქუჩაზე #61 ბინის მიმდებარედ. განახლდება მწვანე საფარი და ნარგავები, მოეწყობა გაზონები და საბავშვო ატრაქციონები, დაიდგმება ხის ძელსკამები და ფანჩატური, აღდგება არსებული მემორიალი და დეკორატიული ქვისგან დამზადებული სასმელი წყლის შადრევანი. გათვალისწინებულია საპარკინგე ადგილის მოწყობაც.
ახალი სკვერი ეწყობა აღმაშენებლის გამზირის#125-თან სკვერი მოპირკეთდება ბეტონის ფერადი ფილებით, დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები და ძელსკამები, მოეწყობა განათების და სარწყავი სისტემები, გაშენდება დეკორატიული ხე-მცენარეები. შემოიღობება ლითონის მოაჯირით , შესასვლელი კი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.