ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 100%-ანი წილით დაფუძნდა შპს „ ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“, რომლის ძირითადი ფუნქციაა მგზავრების გადაყვანა ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დადგენილი სვლაგეზებით.
შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ მთავარი ინჟინერი.
განაკვეთი: სრული
სამუშაო დრო: 07:00სთ-15:00სთ; 15:00 სთ-23:00სთ
ძირითადი მოთხოვნები:
. საქართველოს მოქალაქე
- ასაკი: 27 -60 წლამდე
- საქალაქო, საგარეუბნო ან საქალაქთაშორისო მგზავრთა გადამყვან დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას)
- უმაღლესი ტექნიკური განათლება სატრანსპორტო მიმართულებით
- არ უნდა ეწეოდეს სხვა ისეთ საქმიანობას რომელიც შეუთავსებელი იქნება აღნიშნული სამსახურისათვის.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel).
- სასურველია ინგლისური/თურქული/ან რუსული ენის ცოდნა
აპლიკანტის ძირითადი მოვალეობები:
- აღრიცხოს და გააკონტროლოს შპს-ს ბალანსზე რიცხული ავტო-სატანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებები ;
- განსაზღვროს და აკონტროლოს შპს“ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“-ს სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების შესაძლებლობები.
- შპს“ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“-ს ტექნიკური მზადყოფნის უზრუნველყოფა.
- შპს“ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“-ს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტების ცოდნა.
- შპს“ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“-ს გამართული მუშაობის (სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების ) უზრუნველყოფა.
- უზრუნველყოს შპს-ს კუთვნილი ავტო-სატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების ორგანიზება, ტექნიკური გამართულობა (მათ შორის ტექ-დათვალიერება) და სათადარიგო ნაწილებით, საწვავით და საცხებ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფა;
- კონკრეტულ შემთხვევებში გააკონტროლოს საწვავისა და საცხებ-საპოხი მასალების ხარჯვა.
- უზრუნველყოს ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვა, ექსპლუატაცია და ტექნიკური გამართულობა, კერძოდ, კომპანიის კუთვნილი ქონების სარემონტო სამუშაოების და კაპიტალური შეკეთების ორგანიზება, რაც აუცილებლობას წარმოადგენს მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანისათვის.
- მუშაობის პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში).
- დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელ პირებს;
- წარმოადგინოს მისი საქმიანობის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიში;
- შპს“ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“-ს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების სრემონტო და გეგმიური დათვალიერების გეგმების მომზადება და შესრულების კონტროლი.
- პასუხისმგებლობა ტექნიკური სერვისების სრულ გამართულობასა და მართვაზე.
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული მახასიათებლები:
- დისციპლინირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ჰიგიენის დაცვა.
ვაკანსიაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია :
. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ შპს“ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“-ს ელ. ფოსტის მისამართზე : kutaisitransportcompany2020@gmail.com
განცხადებები მიიღება 9 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელია მიიღოთ შპს „ ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
მის.: ქ. ქუთაისი, რუსთაველის N 3 ან დაგვიკავშირდით ნომერზე 551-59-38-29.