ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამით დაფინასებული პროექტის „ გერმანული ენა წარმატებული კარიერისთვის“ პირველი ეტაპის მონაწილეებს შეხვდნენ.
აღნიშნული პროგრამა USAID -ის და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდება, „მეიჯერელ საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდა კადრებს გერმანული ენის ცოდნის გაღრმავებასა და კარიერულ წინსვლაში. პროექტის პირველ ეტაპზე, 19-მა სტუდენტმა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების შედეგად გერმანული ენის ცოდნა B1 დონიდან B2 დონემდე აიმაღლა და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ..