ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, კახა ბოჭორიშვილი უძღვებოდა. კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხები განხილვის შემდეგ ცნობად მიიღეს. დღის წესრიგი 1. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №167 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიშის განხილვის შესახებ“.