ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს ფორმატში, რიგით მე-40 სხდომის საკითხები განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
საკრებულოს რიგით მე-40 სხდომაზე დეპუტატები შემდეგ დღის წესრიგს უყრიან კენჭს:
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის N160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N167 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისა და შეფასების შესახებ.
ქალაქ ქუთაისში, მოსკოვის ქუჩის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭების შესახებ.
ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მოედნისათვის კონსტიტუციის სახელის მინიჭების შესახებ.
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი ქუთაისისათვის“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ.
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №360 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მოქალაქე თინათინ ჭეიშვილისათვის თვითმმართველი ერთეულის - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, გადაცემული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის ვადის გაზრდის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქალაქ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის №28-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტროტუარის ნაწილის) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე გელა ჭუმბურიძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქალაქ ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის №96-ის აღმოსავლეთით მდებარე ტროტუარის ნაწილის) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე ლამზირა ძაგანიასათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩის №1-8-ის დასავლეთით მდებარე ტროტუარის ნაწილის) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე მურთაზ ძაგნიძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.