2️ აპრილი აუტიზმის ცნობადობის გაზრდის საერთაშორისო დღეა
2️ აპრილი აუტიზმის ცნობადობის გაზრდის საერთაშორისო დღეა. 2021 წელს ამ დღის პოსპანდემიურ პერიოდში არსებული გამოწვევების დაძლევა და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფაა. აუტიზმის ცნობადობის გაზრდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რეაბილიტაციის ცენტრ,"ნაიოს" ინიციატივით ღონისძება გაიმართა. რეაბილიტაციის ცენტრი 2016 წლიდან არის ჩართული ქუთაისის მერიის აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაში.
ღონისძიებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თეიმურაზ ნადირაძე და მერის მოადგილე, ირაკლი ქარქაშაძე დაესწრნენ.
უტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების და რეაბილიტაციის პროგრამების მხარდაჭერის მხრივ ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანი პოზიცია განაპირობებს პრაქტიკულ შედეგს, დღეს თითოეულ ბავშვს აქვს საშუალება, ადგილობრივ დონეზე მიიღოს გამართული სერვისი. მადლობა თითოეულ ორგანიზაციას და დასაქმებულ პირებს, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებენ და არ იშურებენ ძალისხმევას. ირაკლი შენგელია -ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ადგილობრივი თვითმმართველობა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას სრულად, აფინანსებს, პროგრამის საერთო ბიუჯეტი 720 ათას ლარს შეადგენს.
პროგრამა ითვალისწინებს: -ბ/ნევროლოგის კონსულტაციას. -ფსიქოლოგის/ქცევის თერაპიის კონსულტაციას. -მეტყველების თერაპევტის კონსულტაცია. -მეტყველების თერაპევტის/ფსიქოლოგის მომსახურებას. -არტთერაპევტის მომსახურება. -ფიზიკური თერაპევტის შეფასება/მომსახურება. -ოკუპაციური თერაპევტის შეფასება. -სპეც.პედაგოგის შეფასება/მომსახურებას.