ქუთაისში სსიპ კოლეჯ "იბერიას" რეაბილიტირებული კორპუსი გაიხსნა. ღონისძებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ. კოლეჯ იბერიაში სტუდენტები სწავლას განახლებულ აუდიტორიებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და სასწავლო სახელოსნოებში შეძლებენ. პროფესიული განათლება არის ჩვენი განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტი. დღეს პროფესიული კადრების მოთხოვნის მზარდი სტატისტიკის კვალდაკვალ ხელისუფლება, პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უზრუნვეყფოფს, სწორი საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას, მეორე მხრივ კი ძალისხმევა მიმართულია ახალი, საერთაშორისო სტანდარტების, ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია კვალიფიცური კადრების მოზიდვა, რაც პროგრამების ეფექტიანობას უზრუნველყოფს. მინდა, წარმატება ვუსურვო კოლეჯ იბერიას ადმინისტრაციას, პროფესორ-მასწავლებლებს და თითოეულ სტუდენტს. ირაკლი შენგელია - ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. პროფესიის შესწავლის მსურველებს საშუალება ეძლევათ კოლეჯ "იბერიაში"დაეუფლონ: ბიზნესისა და ადმინისტრირების, ინჟინერიის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, მომსახურების სფეროსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროფესიულ პროგრამებს. პროფესიული განათლება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, გრძელდება ამ სფეროში რეფორმები, რაც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ახალი კოლეჯების მშენებლობას, მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვასა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება-გადამზადებას გულისხმობს. კოლეჯისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.