ქუთაისში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი იმყოფებოდა.
უკრაინელ დიპლომატს თან ახლდა საელჩოს პირველი მდივანი ოლეგ პოგონიცი. სტუმრები ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის არსებულ და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს -ტურიზმის, ეკონომიკის , განათლების სფეროებში. ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და აეროპორტის მნიშვნელობაზეც.