ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვაზე იმყოფებოდა.
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ინიციატივით, ქალი მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მუზეუმის საქსპოზიციო დარბაზში გაიმართა.
გამოფენის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვალერი (ბუბა) ლომუაშვილი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიპაშვილი ესწრებოდნენ.
„ ქალ მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი საინტერესო ნამუშევრები დავათვალიერეთ. სასიამოვნოა, რომ ამ ქალბატონებს მიეცათ საშულება თავიანთი ნიჭისა და უნარების გამოვლენისა. მინდა ვუსურვო მათ, რომ მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებსა და საზოგადოებას.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მსჯავრდებულების მიერ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.