ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომელები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.
"პანდემიის დასამარცხებლად ყველაზე ეფექტური მეთოდი ვაქცინაციაა. ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომლები რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. სწორედ ამიტომ, გადაწყდა , რომ მათი აცრა ადგილზევე მოხდეს, რათა კომფორტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად ვესწრებოდით ამ პროცესს, რომელმაც მშვიდად და გართულების გარეშე ჩაიარა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანაქალაქელებს, რომ დროულად ჩაიტარონ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრა და გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ასევ გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ვებ-გვერდზე booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 15 22.