ქუთაისის მერია აგრძელებს სკვერების მოწყობას იმ ადგილებშიც კი, სადაც წლების განმავლობაში არ მომხდარა მწვანე ზოლის მოწესრიგება და განვითარება. ჭავჭავაძის გამზირზე N 37-თან მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე მიმდინარეობს გამწვანების წინა მოსამზადებელი სამუშაოები.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ ნიადაგი მზადდება, სადაც შესაბამის სეზონზე მწვანე ნარგავები განთავსდება.
,,ჩვენ მოსახლეობას დავპირდით რომ ქალაქში სკვერების გასხვისების და ადგილზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პრაქტიკა დასრულდებოდა. ქალაქს სჭირდება ბევრი სკვერი და მეტი მწვანე ზოლი. ამ დაპირებას მოსახლეობას აუცილებლად შევუსრულებთ. უკვე მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირზე ნიადაგის მომზადება და მალე მწვანე ზოლიც მოეწყობა,"-განაცხადა ქუთაისის მერმა.