უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. "კომენდანტის საათის" ცვლილებიდან გამომდინარე, ქუთაისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცვლება.
მუნიციპალიტეტის მერიამ, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, 18 მაისიდან ტრანსპორტმა ნაცვლად 20:00 საათისა, იმუშაოს 22:30 საათამდე.
კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული რეგულაციები, რომელიც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას გულისხმობს.