მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ღვაწლმოსილი თანამშრომლები დააჯილდოვა.
ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების, გალერეებისა და მუზეუმების თანამშრომლებს მერმა სამადლობელი სიგელები და ფულადი თანხა გადასცა. მუზეუმების საერთაშორისო დღე ღვაწლმოსილ ადამიანებს ქუთაისის მერთან ერთად ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსმა ვაჟა ჯუღელმა მიულოცა.
„ჩვენ მადლობას ვუხდით ადამიანებს, რომლებიც ათწლეულებია ემსახურებიან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს. მინდა წარმატება და კეთილდღეობა ვუსურვო მათ!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1977 წლიდან აღინიშნება.